LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდი სცენის” ათეული გამოვლენილია – ,,ძალიან გაგვიმართლა…”

609
didisceneanwsss

,,რუსთავი 2″-ზე” მუსიკალური კონკურსის, ,,დიდი სცენა” მეორე სეზონი მიმდინარეობს. ეთერში კვირას, 28 ივნისს, მეორე სეზონის მეორე ეპიზოდი გავიდა, სადაც დარჩენილი კონკურსანტები მოვისმინეთ და ასევე ვიხილეთ, როგორ გადაარჩია ჟიურიმ ათეული.

შეგახსენებთ, რო ,,დიდი სცენის” ჟიურის წევრები არიან ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი.

მკაცრმა ჟიურიმ უამრავ ნიჭიერ კონკურსანტს შორის 10 საუკეთესო აარჩია.

როგორც ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა, წელს ძალიან გაუმართლათ და ,,დიდი სცენის” ათეული ყველაზე მ ეტად შეეფერება ამ სეზონს, ჟიურიმ კი გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღო.

,,დიდი სცენის” ათეული კი ასეთია:

გიორგი გასვიანი
გიორგი ფუტკარაძე
მემე ჟორდანია
ლევან ყანდიაშვილი
აკაკი პაპუნიდი
ალბინა ჯანელიძე
ცოტნე ბარბაქაძე
მარიამ ხუროძე
თინა დათიკაშვილი
თემო კახელიშვილი

შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირიდან ისინი უკვე დიდ სცენაზე გადაინაცვლებენ და სხვადასხვა ტურში მოუწევთ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების გამოცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g