LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შეხვედრა 17 წლის შემდეგ – მადონა და გაი რიჩი ვაჟისთვის გაერთიანდნენ

315
page

პოპის დედოფლის, მადონასა და ლეგენდარული რეჟისორის, გაი რიჩის ვაჟმა, როკომ საზოგადოებას პირველად გაუზიარა ფოტო, სადაც მისი ცნობილი, დაპირისპირებული მშობლები ერთად დგანან.

როკოს მშობლების შეხვედრა პარასკევს, სოჰოში მდებარე საგამოფენო სივრცეში შედგა, სადაც როკო რიჩის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ფოტოებში ჩანს, როგორ დგანან მადონა და გაი რიჩი თავიანთი ვაჟის გვერდით, მის მიერ შექმნილი ნახატის ფონზე, რომლებიც, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მშობლების შთაგონებით არის შექმნილი.

25 წლის როკომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რამდენად ამაყია თავისი მშობლებით. მან ასევე გაიხსენა 2016 წელს, მათ შორის გამართული მეურვეობის მძიმე სასამართლო დავა, რომელიც მაშინ ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა.

„ცხადია, შეიძლება ზოგიერთს ჩემ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს, თუმცა, მე ამაყი ვარ იმით, ვინც ვარ ახლა და კიდევ უფრო ამაყი ვარ, რომ ორივე ჩემი მშობელი ერთ სივრცეში, ერთად დგას და მხარს მიჭერს. ნამუშევრებმა კი თავად უნდა ისაუბრონ“, – განაცხადა როკომ

ცნობისთვის, ეს მადონასა და გაის პირველი გამოჩენაა ერთად 2008 წლის შემდეგ.

„და მე ვთქვი…“ – 67 წლის მადონა ვიდეოს ავრცელებს

67 წლის მადონა 29 წლის შეყვარებულზე ფარულად დაინიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები