„დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება,“ – ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში გასვლას ულოცავს.
„გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა – ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ,“ – წერს “ფეისბუქის” გვერდზე ვანო მერაბიშვილი.
