LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ვერაფერი კვირა: ქართველების ევროპული ამბები

44

პარასკევ-შაბათისგან განსხვავებით არცთუ წარმატებული კვირა ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს. ყველაზე დასამახსოვრებელი გიორგი ნავალოვსკის თამაში გამოდგა, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ჰოლანდიის ერედივიზიონის მეხუთე ტურში “ვიტესმა” “ვენლოს” ვერ მოუგო – 1:1. გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გაფრთხილება მიიღო.

ესპანეთის სეგუნდადივიზიონის მეხუთე ტურში პირველი მატჩი მოიგო“ჟიმნასტიკმა”. კატალონელებმა“ალბასეტეს” აჯობეს (3:1). მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კაკაბაძემ.

რუსეთის პრემიერლიგის მეათე ტურში “სკა ენერგიამ” გროზნოს “ახმატასთან” ქულები გაიყო – 2:2. ხაბაროვსკელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა. 83-ე წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა “ტოსნოსა” და “სპარტაკის” მატჩი. ტრავმის გამო კვლავ არ ყოფილა ჯანო ანანიძე.

“ურალმა” ყაზანში “რუბინს” მოუგო – 1:0. გიორგი ჭანტურია ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-60 წუთამდე ითამაშა. მანამდე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

უკრაინის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა დავით ხოჭოლავა. ქართველ მცველს შანსი ყოფილი გუნდის, ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ მიეცა და კარგადაც გაისარჯა. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ “შახტარმა” ბოლოადგილოსან მეტოქესთან დაუგეგმავი ორი ქულა დაკარგა – 0:0.

რუმინეთის ლიგა 1-ში აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანი” “სტიაუასთან” განადგურდა – 0:4. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი კი 10 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ აწ უკვე გასულ შაბათს გოლის გატანა მათე ვაწაძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა, ლევან შენგელიამ, ლაშა შერგელაშვილმა, ირაკლი სირბილაძემ და ზაქარია ბეგლარიშვილმა მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g