LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდხანს მოუნდებიან ჩემს გამოკითხვას – ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია “იბერიაზე”

78

„დიდხანს მოუნდებიან ჩემს გამოკითხვას,“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა. ჩხეიძე „იბერიას“ საქმის ფარგლებში თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. დეპუტატი ამბობს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი არ აქვს.

„რასაკვირველია, ვიტყვი ყველაფერ იმას, რაც ვიცი. დიდხანს მოუნდებიან ჩემს გამოკითხვას, დარწმუნებული ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდგომ ჩემი ნაამბობიდან სწორ ანალიზს გააკეთებენ. კარგად გვახსოვს პარლამენტის თავმჯდომარის მესიჯი, თუ როგორ უნდა მოამთავრონ ეს საქმე. ყველაფერი ძალიან ხელისგულზე დევს, ძალიან თვალსაჩინოა და ასე თავდაყირა ვეღარ წაიყვანენ,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დღეს საგამოძიებო უწყებაში ყველა ის პირია დაბარებული, რომლებზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, სავარაუდოდ, ზეწოლა მიმდინარეობდა. რა სახის იყო ეს ზეწოლა და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში, დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ გამომძიებლებს კომპანიის წარმომადგენლები მიაწვდიან.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები დაბარებულები არიან ქალაქ თბილისის პროკურატურაში.

„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. აღნიშნული პირები თუ რაიმე ინფორმაციას ფლობენ ამასთან დაკავშირებით, ისინი მაქსიმალურად ითანამშრომლებენ, მიაწვდიან ინფორმაციას,“ -აცხადებს ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატი, გიორგი ფანცულაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g