LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ჩხეიძეს სურს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს აღინიშნოს, 26 მაისს კი პრეზიდენტის დღე ეწოდოს

71
1

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი, ნატო ჩხეიძე ინიციატივით გამოდის – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს აღინიშნოს.

ჩხეიძემ ინიციატივა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა. როგორც ცნობილია, ნატო ჩხეიძემ მისი დაჩქარებულად განხილვა მოითხოვა, თუმცა ბიურომ დაჩქარებული განხილვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მისივე ინიციატივაა, 26 მაისს, რომლის აღნიშვნასაც ამდენი ხანი შევეჩვიეთ, სახელწოდება შეეცვალოს და დაერქვას “პრეზიდენტის დღე”:

“26 მაისი, მოგეხსენებათ, წინა საუკუნეში, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი 3-წლიანი სახელმწიფოს დაარსების დღე იყო, რომელიც 3 წლის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ედუარდ შევარდნაძის აზრით, არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის დამფუძნებლის, ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენება, ყველანაირად უნდა მიჩქმალულიყო ეს და, შესაბამისად, წინ წამოწეულიყო ნოე ჟორდანიას მიერ გამოცხადებული ხელისუფლება.

მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ზვიად გამსახურდიას სახელი უბრუნდება იმ რეალობას, რა ღვაწლიც მას ჰქონდა ქვეყნის შექმნაში, ვფიქრობ, დროა, შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რომელიც შესაბამისობაში არ არის კონსტიტუციასთან და 9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 26 მაისს, რომლის აღნიშვნასაც ამდენი ხანი შევეჩვიეთ, შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას პრეზიდენტის დღე”, – განაცხადა ჩხეიძემ.

რაც შეეხება დეპუტატების პოზიციას, მათი განცხადებით, 26 მაისი არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, ხოლო 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და აქტშიც სწორედ ასეა აღნიშნული – რომ 9 აპრილს 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები