LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

145
სანქციები

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

დიდმა ბრიტანეთმა მათი სანქცირება რუსეთის სანქციების პაკეტის ფარგლებში მოახდინა.

„ჩვენ ვკეტავთ კიდევ ერთ არხს, რომელიც საქართველოში კრემლს ამარაგებს“, – განაცხადა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუტიმ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს იმ „ჩრდილოვან ქსელების“ დემონტაჟს, რომლებიც პუტინის ომის მანქანას ამაგრებენ და უკრაინაში მიმდინარე აგრესიას უწყობენ ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g