დიდმა მახინამ, რომელიც ივანიშვილს ებრძვის, ვერ გაითვალისწინა ვისთან აქვს საქმე, – საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავას ასე ეხმაურება.
მისივე თქმით, ივანიშვილს პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს და ის ქართულ სახელმწიფოს არასდროს გაწირავს.
“ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ ძალიან სერიოზული პოლიტიკური მეტოქეა, არამედ სამართლებრივ დავაში არ შევიდოდა, რომ არ ჰქონოდა არგუმენტები შეიარაღებაში, რომ არ ყოფილიყო ცამდე მართალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ის ამ საქმეს ასე ნამდვილად არ გაუშვებს და მთავარი მიზანი, როგორც ეს პოლიტიკურ ბრძოლაში იყო, არის ის, რომ მან აჩვენოს რაც არის მისი კრედო, რომ ყველაფერზე მაღლა დგას ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მისი სამშობლოა, და ვერავითარი ფული… რაც არ უნდა დიდი იყოს ეს თანხა, არავის გამოაყენებინებს ამას ბერკეტად, იმისთვის, რომ მან პოზიცია შეიცვალოს და ქართული სახელმწიფო გაწიროს, უარი თქვას იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მთავარია.
ეს არის სამშობლო. ფულის გამო კი არა, მახსოვს, მის წინააღმდეგ სიცოცხლის საფრთხეც იყო 2011-12 წლებში და ამის წინაშეც კი არ დაიხია და გაიტანა ბოლომდე, რაც ქვეყნის ინტერესი იყო. რა თქმა უნდა, სიცოცხლესთან ფული მოსატანი არც არის. როგორც ჩანს, ის დიდი ვიღაცა თუ ვიღაცები, ის დიდი მახინა, მანქანა, რომელიც მას ებრძვის, ეს ფაქტია, მას არ ებრძვიან უბრალო ადამიანები, როგორც ჩანს ებრძვის ძალიან დიდი მანქანა. ამ მანქანამ ვერ გაითვალისწინა, თუ ვისთან აქვს საქმე”, – აცხადებს თეა წულუკიანი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
ამავე თემაზე:
bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ში $607 მილიონი დაკარგა
