LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ში $607 მილიონი დაკარგა

282
biZina ivaniSvili

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ში 607 მილიონი დაკარგა. ინფორმაციას გამოცემა bloomberg-ი ავრცელებს.

სტატიაში საუბარია, რომ მილიარდერის დანაკარგზე ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და მარტის სტატისტიკასთან შედარებით ის 10 %-ით მაღალია.

ახალი ციფრია 607 მილიონი და გამოცემის ცნობით, ეს ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ მოსმენის დროს დაასახელა.

სამი თვის წინ ეს ციფრი 553 მილიონი დოლარი იყო.

გუშინდელ მოსმენაზე ბანკისა და ივანიშვილის ადვოკატები კომპენსაციის გადახდის ფორმაზე ვერ შეთანხმდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე კომპენსაციის წყაროსა და ზარალის განახლებულ მონაცემებზე  გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

მოსამართლემ Credit Suisse-ის დაზღვევის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რადგან ბანკის ყოფილი თანამშრომლის პატრიკ ლესკოდრონის თაღლითურ სქემაზე თვალი დახუჭა.

შეგახსენებთ, ლესკოდრონს, რომელიც ბანკში ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებს განაგებდა, 2018 წელს თაღლითობისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ორ წელიწადში კი მან თავი მოიკლა.

ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g