საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის საირმე-აბასთუმანის (კმ52-კმ90) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ1-კმ49 და კმ91-კმ102.2 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს სხვა საავტომობილო გზებზეც:
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დიდთოვლობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.