დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. თემურ ფიფიას ქუჩაზე, დავით ყიფიანის ქუჩა N20-სა და ბელიაშილის ქუჩა N12ა-ზე ასფალტის საფარი 3500 კვ.მ ფართობზე დაიგო. მოწესრიგდა ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები.
ბელიაშვილის ქუჩა N12ა-ში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, ასევე თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სკვერი მოაწყო.
ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩა N2-სა და 4ა-ში, ასევე დიღმის მასივის 1-ლი კვარტლის 2ა და ბ კორპუსებთან. კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
საგზაო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია “იბერი” ახორციელებს.
fortuna.ge