როგორ ატარებს დაბადების დღეს, როგორ ხვდება ასაკის მატებას და როგორ შეცვალა დრომ? – ამ და სხვა საკითხებზე პროდიუსერი ნატო დუმბაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
ცნობილი ქართველი პროდიუსერი ინტერვიუში ამბობს, რომ წელს დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღნიშნა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ შეცვალა ნატო დუმბაძე დრომ, რაზეც პროდიუსერი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მის ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა:
„ისტერიული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ კიდევ უფრო „ბადაგი“ გავხდი (იცინის). მშვიდი და გაწონასწორებული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ კიდევ უფრო მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში.
მე ამას ეკლესიას ვუკავშირებ – მივხვდი, რომ ფორიაქს აზრი არ აქვს თუნდაც სულიერს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალს უნდა.
დილით რომ ვდგები, ეს არის ჩემი პირველი სიტყვები: „იყავ ნება შენი უფალო“ – ამას მთელი არსებით ვგრძნობ და ამ აზრმა, კიდევ უფრო მეტად ძლიერი, მშვიდი და ბედნიერი გამხადა…“ – ამბობს ნატო დუმბაძე ინტერვიუში.
ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალის „თბილისელები“ დღევანდელ ნომერში.