ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიასთან გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ იმსჯელებენ ხელახალი არჩევნების ჩატარების მექანიზმებზე.
„სალომე ზურაბიშვილს გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს – სამართლებრივი დასაბუთება გვაქვს იმ მოდელის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები , – განაცხადა შეხვედრამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.