LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე ავტომანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვას განმარტავს

281
29745873-1665570446865198-748418304-n

“ქართული ოცნების” დეპუტატი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ავტომანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვას განმარტავს.

“როცა ავტომობილს მართვას მძღოლი და ხშირად ავტომობილს ჰყავს ერთი მძღოლი ანუ წინ ზის სწორედ მძღოლი. როცა ავტომობილში შესაძლოა არა ოჯახის წევრი იყოს, ეს მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე იცვლებოდეს, მაგალითად ტაქსიში, შეუძლია გაუჩეროს თანასოფლელს, თანამოქალაქეს, მეზობელს და ა.შ. მაგრამ უკან თუ ზის ცოლ-ქმარი, მაშინ მათ გადამოწმებაც არ სჭირდებათ, რადგან დისტანცია მძღოლთან უკვე დაცულია და მის გვერდში სიახლოვეს ის არ ზის, ამიტომ ქორწინების მოწმობის შემოწმება ამ შემთხვევაში საჭირო არაა. ამიტომ ამაზე საუბარი სპეკულაციაა”, — განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები