პია კაუმას ვიზიტის გადადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ეუთო/ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ქვეყანა შიგნიდან ვერ არიეს და გარედან დაიწყეს შანტაჟის გაძლიერება.
„პია კაუმას ვიზიტის დაბულინგების შემდეგ გადადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო/ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ. თუმცა მის ბოლო განაცხადშიც მხოლოდ რეკომენდაციების განხილვაზეა საუბარი, რაც ოპოზიციას და მის პატრონებს არ აწყობთ. ქვეყანა შიგნიდან ვერ არიეს და გარედან დაიწყეს შანტაჟის გაძლიერება. ვერ გატეხეს საზოგადოების უმრავლესობა, ვერ დაშალეს ხელისუფლება და მთლიანად მმართველი გუნდი. საკუთარ მორჩილ აქაურ აგენტურას არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ დაადებინეს და „ეს არ ითვლებაო“. საზოგადოება პროცესებს თუ კარგად დააკვირდება, უფრო გაუადვილდება ომის საფრთხის არსებობის დანახვა, ის, რაც ჯერ კიდევ არსად გამქრალა და მეგობრებსა და მტრებს ადვილად განასხვავებს ერთმანეთისგან. ფრთხილად საქართველო!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
„გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი გადავდო“ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს“ – ჯო უილსონი