„პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით საკუთარ ქვეყანას ახალი საბოტაჟი მოუმზადა “, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ყველა პოლიტიკურ და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდნენ.
25 სექტემბერს კი ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა
როგორც ხუნდაძე წერს, საქართველო იქნება ევროპული ოჯახის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპებით.
სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა გიტანას ნაუსედასთან, ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა მხარდაჭერისთვის
ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს.
„პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით ევროკავშირს კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა.
ბალტიისპირეთში ჩავიდა იმისათვის, რომ ახალი სავაჭრო თემა შემოეტანა სტატუსის მიღების სანაცვლოდ – სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, სანქციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით ახალი საბოტაჟი მოუმზადა საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ შევუერთდით ყველა პოლიტიკურ სანქციას და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს.
ამ თემის გაცოცხლებით ომის პარტიის „გენერალურმა სამდივნომ“ უცხოეთში ახალი ხრიკი მოიფიქრა სტატუსზე სავაჭროდ, ისევ ჩვენი პრეზიდენტის და ოპოზიციის ხელით შესასრულებლად.
პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
მათ უნდა შეიგნონ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ სტატუსით. ეს ჩვენ სამართლიანად გვეკუთვნის და მჯერა, მივიღებთ, რადგან საღად მოაზროვნე ძალა დიდია ევროპაში“, – აცხადებს ხუნდაძე.
მისივე სიტყვებით, საბედნიეროდ, პოლიტიკური შანტაჟისტები, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც, მილევადია. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ნამდვილ დემოკრატიას ანარქიამ აჯობოს.
„პრეზიდენტი უბრალოდ „ბარხატნი სეზონზე“ მოგზაურობს“ – ზარქუა ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებზე
„ანარქისტების დრო რომ სრულდება, ამას თავად მათი კვლევები ცხადყოფს. ჩვენ ეს შელამაზებული, მაგრამ მაინც მათთვის უკიდურესად მძიმე კვლევის შედეგები არ გვჭირდება, ისედაც ვიცით, რომ ჭეშმარიტ ფასეულობებს ვერ ერევა ვერავინ.
არჩევნების ბედს არ წყვეტენ პოლიტიკოსები, ამას წყვეტს საზოგადოება. საქართველო იქნება ევროპული ოჯახის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპები.“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
„მომხიბვლელი რიგის ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა” – პრეზიდენტი ლატვიაში იმყოფება