„პრეზიდენტი უბრალოდ „ბარხატნი სეზონზე“ მოგზაურობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტების შესახებ საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ სხვა ახსნას ამას ვერ მოუძებნის.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ეს მოგზაურობაა და მეტი არაფერი:
„ბარხატნი სეზონია“, ასე ეძახიან. ეტყობა, ეს დრო დაუდგა თუ რაღაც და მოგზაურობს. სხვანაირად როგორ – სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს..
„ამ სიტყვების შემდეგ, რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს? წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს“ – პაპუაშვილი პრეზიდენტზე
„სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა. შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს, ვინაიდან, მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“.
მოგზაურობაა ეს, მეტი არაფერი. უბრალოდ, ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღვწის.
მას შეეძლო, ეს პირველ შემთხვევაში გაეკეთებინა, როცა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურად უარი მივიღეთ. მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ჩუმად რატომ იყო?“– აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ვილნიუსში შეხვდა. 26 სექტემბერს კი ზურაბიშვილმა რიგაში, ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან შეხვედრა გამართა.
„მომხიბვლელი რიგის ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა” – პრეზიდენტი ლატვიაში იმყოფება
25 სექტემბერს კი ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად შეხვედრებს განაგრძობს.