LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ ევროპა დაამთავრა: ქართული ფეხბურთი თავის ადგილს დაუბრუნდა

44

თბილისის „დინამომ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩი ითამაშა, მოვალეობა მოიხადა და თავის ადგილს დაუბრუნდა: საქართველოს ჩემიონატს და შიდა ბატალიებს, რაც დიდად არც განვითარებას უწყობს ხელს და არც გულშემატკივარს იზიდავს. მთავარი – წარმატება ევროპა არენაზე მიუღწეველია და ახლა კიდევ ერთი წელი უნდა ველოდოთ ახალი იმედით და დიდი ალბათობით ახალი იმედგაცრუებით.

თესალონიკის სტადიონ ტუმბაზე ადგილობრივმა პაოკ-მა „დინამო“ 2:0 დაამარცხა.
მატჩის დებიუტში მე-5 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და როდრიგესმა გახსნა ანგარიში 1:0. ცოტა ხანში „დინამომ“ შეუტია სახიფათოდ, გიორგი პაპუნაშვილი სწრაფად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მას ხელი უბიძგეს, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება მოითხოვა. 27- ე წუთზე შახოვმა და დვალიშვილმა გაცვალეს სახიფათო მომენტები. პირველის დარტყმული ზემოდან გადაცდა დინამოელთა კარს, ჩვენი გუნდის შემტევის თავით დარტყმული კი გლიკოსმა მოიგერია. ბურთის ფლობის უპირატესობა პაოკ-მა მოიპოვა და თამაშიც შედარებით დაბალ ტემპში გაგრძელდა. პირველი ტაიმის ბოლოს შეხვედრის არბიტრმა თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა. ჯალმა სანტოსის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ანტონი სკრიბემ მოიგერია კუთხურზე. ჩამოწოდებული ბურთი კი ცაველასმა თავით გადაგზავნა „დინამოს“ კარში 2:0.
მეორე ნახევრის მეათე წუთზე პაოკ-ის სწრაფი კონტრშეტევა, ჯალმას პასის შემდეგ პერეირა გავიდა სკრიბესთან პირისპირ, მაგრამ თბილისელთა მეკარეს ვერ აჯობა. ჩვენებმა თავის მხრივ უპასუხეს შეტევით, მიკელ ალვარი გაიჭრა მეტოქის კარისკენ, ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარეს ვერც მან აჯობა. საბოლოოდ მატჩში აღარაფერი შეცვლილა და „დინამომ“ 0:2 დათმო შეხვედრა.

პაოკ 2:0 დინამო

გოლი: 1:0 როდრიგესი 5’ 2:0 ცაველასი 2:0
გაფრთხილება: ალვარო 39’ დვალიშვილი 61’ პარუნაშვილი 63’

პაოკი: გლიკოსი, მატოსი, კრესპო (ვარელა 76), ცაველასი, ლევაკი (კიციუ 65), შახოვი (ბისესვარი 57), კანაიასი, ჩიმიროტი, კამპოსი, პერეირა, როდრიგესი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ცინცაძე (ველევი 75), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 62), ალვარო, პაპუნაშვილი, დვალიშვილი (მიქელთაძე 77)

მსაჯი: ჰარალდ ლეხნერი (ავსტრია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g