LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიპლომატიური ქაჯობა – ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მადლობას გადაიხდის

199
qucnashvili

ეროვნული ინტერესების დაცვა არ ნიშნავს, რომ პატივი არ ვცეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

მისი თქმით, დიპლომატიური ქაჯობაა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ პერსონაზე დაყვანა.  

ამ სირცხვილით ირყვნება ანწუხელიძის ქვეყანა, ვერცერთი პარადი ვერ იზამს უარესს - მამა თამაზი

მამა თამაზი მიიჩნევს, რომ ვასაძის და მისი თანამოაზრეეთა ქმედებები რუსი დეპუტატის ვიზიტის გადაფარვას ემსახურებოდა.

„დიპლომატიური ქაჯობაა, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა დაგყავს პერსონაზე და იმ პერსონის დონეზე, რომელსაც ომში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და „ფეიკნიუსებით“ და დიპლომატიური ქაჯობით არ უნდა მოვაჩვენოთ თავი საზოგადოებას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმით, როცა აღნიშნული ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელი არის რუსეთი, სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მიიღო მასში მონაწილეობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესი დაიცვა.

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! - სალომე ზურაბიშვილი რუსი დეპუტატების ჩამოსვლას გმობს

რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია.

„როცა ამ ორგანიზაციის არჩეული პრეზიდენტი არის რუსეთი, შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს გარდა იმისა, რომ მიიღო მასში მონაწილეობა და დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. მადლობასაც გადაგვიხდიან, აღიარებასაც წაიღებენ უკან, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე არ მაქვს უფლება, კომფორტი ან დისკომფორტი განვიცადო, პოლიტიკოსმა ამით რომ იხელმძღვანელოს, ის არ არის ეროვნული პოლიტიკოსი. დიახ, საქართველოს ინტერესშია ის, რაც ხდება, რადგან ჩვენ ვალდებული ვართ არაღიარების პოლიტიკა გავამყაროთ,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. სხდომას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. „რუსი დეპუტატის ნახვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უბრალოდ გამანადგურა“, – დაწერა თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g