აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით, კინოსურათის პრომო ყველა დროის ყველაზე ნახვადი თრეილერების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ეს კი მაშინ, როცა ,,მარველის” ,,შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”, 238 მილიონით, პირველ ადგილზეა.
ამ დღეებში, ინფორმაცია სასიხარულო ამბის შესახებ, კინოკომპანიამ თავად გვამცნო, როცა სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა:
,,სიამაყით გაცნობებთ, რომ ,,მეფე ლომის” თრეილერი ,,დისნეის” ისტორიაში პირველი სადებიუტო საიმიჯო რგოლია, რომლის ნახვების რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით, 24 საათში, 224,6 მილიონი შეადგინა. მადლობა თითოეულ მაყურებელს”.
შეგახსენებთ, რომ ,,მეფე ლომი” დიდ ეკრანებზე 2019 წლის 19 ივლისს გამოჩნდება. ფილმის რელიზი ისეთ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, როგორიც საკულტო ანიმაციის 25 წლის იუბილეა.