ყველასათვის საყვარელი „მეფე ლომი“ ბრუნდება. ფილმის მეორე ნაწილს კვლავინდებურად „დისნეი“ გადაიღებს. მისი რეჟისორი ბარი ჯენკინსი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფილმი 2019 წელს გამოსული რიმეიქის გაგრძელება იქნება და არა 1994 წლის ლეგენდარული ანიმაციის. ახალი ფილმის სიუჟეტი სიმბას მამის, მუფასას ადრეული წლების შესახებ მოგვითხრობს. სპინოფის სცენარისტი კვლავაც ჯეფ ნათანსონი იქნება.
შეგახსენებთ, 2019 წელს გამოსულმა ფილმმა „მეფე ლომი“ 1,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ფილმის პერსონაჟები ისეთმა ვარსკვლავებმა გაახმოვანეს, როგორებიც არიან: დონალდ გლოვერი (სიმბა), ბიონსე (ნალა), ბილი აიკნერი (ტიმონი), სეთ როგენი (პუმბა) და ჯეიმს ერლ ჯონსი (მუფასა). ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ელტონ ჯონმა და ბიონსემ იზრუნეს.