იტალიაში, კუნძული სარდინიას მთიან ნაწილში დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს სახლის დაქირავება თვეში სულ რაღაც 1 ევროდ შეეძლებათ.
ასეთი შეთავაზებით სარგებლობას შეძლებენ როგორც იტალიის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. უპირატესობას მიანიჭებენ ადამიანებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფინანსებით, უძრავი ქონებით და კრეატიული პროფესიებით არიან დაკავებული. აუცილებელი იქნება ასევე ადგილობრივებისთვის პრეზენტაციების, ლექციებისა და სემინარების ჩატარებაც.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ანკეტის შევსება.
სარდინია დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს მუნიციპალურ სახლებში 1 ან 2 ოთახიან ბინებს სთავაზობს. კონტრაქტი თავიდან ერთ თვეზეა გათვლილი, თუმცა მისი გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება. გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღებენ.