LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიტო ქისიშვილი: „მომხრე ვარ, რომ ქალაქში უზარმაზარი „ჯიპებით” არ ვმოძრაობდეთ. საცობების გამო ისედაც გასაჭირი გვადგას…“

148
დიტო ქისიშვილი

დიტო ქისიშვილი ჟურნალ „გზას“ ესაუბრება იმ სურვილის შესახებ, რომელიც საქართველოში, მისი აზრით, საცობებს განტვირთავდა:

…დღეს ისეთი მოტოციკლეტი მყავს, რომელიც საქართველოში ერთადერთია: ნომერი პირველია სისწრაფით, დიზაინით… თან, უახლესი მოდელია.

შეჯიბრებებშიც ხომ არ მონაწილეობთ?

არა. შეჯიბრებები ძალზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მაგალითად, შეჯიბრებაში 3.000 ლარზე მეტს ხარჯავ, მოგების შემთხვევაში კი 4 ლიტრი ზეთით გასაჩუქრებენ, თუმცა ზაფხულში კარგი შეჯიბრება დაიწყება და მოგების შემთხვევაში, პრიზად ახალთახალი, საკმაოდ ძვირად ღირებული მოტოციკლეტებია გათვალისწინებული. ასე რომ, ნელ-ნელა ეს კულტურაც ყალიბდება. გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ ქალაქში უზარმაზარი „ჯიპებით” არ ვმოძრაობდეთ. საცობების გამო ისედაც გასაჭირი გვადგას. პირადად მე, 9 წელია, მოტოციკლეტზე “გადავჯექი” – ავტომობილს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ მივდივარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები