LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დივერსიის გამო, ვენესუელაში 21 შტატს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

76
1552029435-54278267_10218282341349841_5207097832888074240_o-1024x578

ელ გურის ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის შედეგად, ვენესუელაში ქვეყნის 23-დან 21 შტატს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროენერგია დედაქალაქ კარაკასსაც არ მიეწოდება.

ბოლივარის შტატში მდებარე ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში სიმძლავრით მეოთხეა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის მცხოვრებლებს.

ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის სრულად აღდგენა დღის ბოლომდე უნდა მოხდეს. ავარიული მდგომარეობის გამო, ფუნქციონირება შეწყვიტა დედაქალაქის მეტროპოლიტენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g