ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა, დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით სულიკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ უქმე დღეებში, 2 დღით დატოვა.
მისი თქმით, აღნიშნულის უფლება მსჯავრდებულს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად გააჩნია.
ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიზაინერს მიმდინარე წლის 16 თებერვალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და 50 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
