დათუნა სულიკაშვილი პოდკასტის „ჩვენ“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა.
დიზაინერმა ციხეში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„გადამიყვანეს მე-16 დაწესებულებაში, ეს ნახევრად ღია დაწესებულებაა, არ ხარ დაკეტილი. იქ იყო ფეხბურთის, ჩოგბურთის, კალათბურთის სტადიონები, ატელიე, ტყავის, მინანქრის ფაბრიკა, მუსიკალური სტუდია. სხვადასხვა ენის სწავლება მიმდინარეობდა, თითქოს რაღაც დიდი პანსიონატივითაა. გუშინ ვინც იპარავდა, დღეს ზის და მუსიკას ქმნის, მართლა ძალიან კარგი დაწესებულებაა, ვინც მანამდე დანაშაულს სჩადიოდა, დღეს ზის და რაღაც კარგს აკეთებს.
ვერც წარმოიდგენ როგორ გვერდში დგომას ვგრძნობდი მეგობრებისგან, ციხის მეგობარი ძალიან განსაკუთრებულია ჩემთვის იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რთული პერიოდი არასდროს არ ყოფილა. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ეს ერთგულება და სიყვარული,“ – აღნიშნა დათუნა სულიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმრო დატოვა.
დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს.
