ცნობილი დიზაინერი, დათუნა სულიკაშვილი, რომელიც ციხიდან ახლახან გამოვიდა, სადაც ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, პოდკასტში „მერე“ ნარკოდამოკიდებულებასა და ციხეში გატარებულ პერიოდზე საუბრობს.
დათუნა სულიკაშვილი:
„ჩემი ადვოკატი მიყვებოდა ყველაფერს აბსოლუტურად. საშინლად გამკაცრებულია კანონები, იფიქრეს, რომ დიდი ხნით ჩავჯექი, მერე გაიგეს, რომ ძალიან ცოტა მომისაჯეს და ზოგმა სტატუსები წაშალა, ამაზე მეცინება. ეს არის უვიცი და გაუნათლებელი ხალხის ბრალი… წაქცეულ ადამიანს რომ ყველა ურტყამდა, ეს ემართებათ, ეს ქართველების სენია. ცუდად რომ ხარ, მოსწონთ, ვითომ მხარს გიჭერენ, სინამდვილეში – არა. მართლა ვინც განიცდიდა, მათ დიდ მადლობას ვუხდი… სისულელეები რომ იწერებოდა, ეს გასაგებია. ეს არის ბრბო, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს… ჯერ, პირველ რიგში, უნდა გაიგო ნამდვილი ისტორია. არ ვაპირებ ამის გახსენებას და მოყოლას… “
ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
