ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საავტომობილო გამოფენის ორგანიზატორებმა მეოთხედ გააუქმეს ავტოსალონი, რომელიც ბოლოს ჟენევაში 2019 წელს ჩატარდა.
ასეთი გადაწყვეტილება ახსნეს მსოფლიო ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაში გაურკვევლობით, ასევე კორონავირუსის პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებული რისკებით.
თავდაპირველად ავტოშოუ 2023-ის ჩატარება ორ ეტაპად იგეგმებოდა: თებერვალში ჟენევაში და ნოემბერში დოჰაში. თუმცა ბევრი ავტომწარმოებლისთვის ზამთრის გამოფენაში მონაწილეობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით პირველი ეტაპი გაუქმდა და მხოლოდ მეორე გაიმართება. ამასთან სახელწოდება GIMS-ში შენარჩუნდება სახელწოდება Geneve და სამომავლოდ ღონისძიება ჩატარდება არა ყოველწლიურად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ ორ წელიწადში ერთხელ.