LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევაში გაეროს ელჩად ვიქტორ დოლიძე, გერმანიაში კი ელგუჯა ხოკრიშვილი ინიშნება

79

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად ვიქტორ დოლიძის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად კი ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები წარადგინა.

საგარეო უწყების ინფორმაციით,  პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ის არის კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი საქმიანობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g