LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის აეროპორტი მზის ელექტროსადგური გახდება

32

აეროპორტის მზის ელექტროსადგური ყოველწლიურად იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც 2 500 ოჯახის საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ჟენევის საერთაშორისო აეროპორტი თავის ტერიტორიაზე ელექტროსადგურის მოწყობას ჟენევის სააწარმოო სამსახურებთან (SIG) ერთად თავადვე უზრუნველყოფს.

აეროპორტის გენერალური დირექტორი ანდრე შნაიდერი აღნიშნავს, რომ ავტონომიური სახელმწიფო დაწესებულება ფლობს იმ ფართობს, სადაც მზის პანელები უნდა განთავსდეს. ამ მომენტისთვის ექსპერტები სწორედ აეროპორტის სახურავის შესწავლით არიან დაკავებულნი. მზის სადგურის მოსაწყობად გათვალიწინებული ფართობი რვა ფეხბურთის მოედნის ექვივალენტურია. პირველი პანელები პროექტის ფარგლებში 2020-21 წლებში გამოჩნდება. კომპანია, რომელიც მზის ელექტროსადგურს გაუწევს ექსპულატაციას, მისი მფლობელი ჟენევის აეროპორტის ბაზაზე 25 წლის განმავლობაში იქნება. მთელი წარმოებული ენერგია მხოლოდ აეროპორტის საჭიროებებს მოხმარდება, ამ გზით, ჟენევის აეროპორტი შვეიცარიის სამ ყველაზე მსხვილ ელექტროსადგურს შორის შევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები