LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

698
გზა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები.

magti 5g