LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებმა 300 000 კილომეტრის გარბენის მქონე საუკეთესო ავტომობილების ტოპ ჩამონათვალი შეადგინეს

8

გერმანელმა საავტომობილო ჟურნალისტებმა 300 000 კილომეტრის გარბენის მქონე საუკეთესო ავტომობილების ტოპ ჩამონათვალი წარმოადგინეს. საავტომობილო ექსპერტების აზრით, ასეთი ავტომობილების უმრავლესობა, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, საიმედოობასა და ხარისხზე მიუთითებს.

ცნობილია, რომ 300 000 კილომეტრიანი ზღვარი Toyota Avalon-ების 2,7%-მა გადალახა და ამ მოდელს პირველი პოზიცია უჭირავს. იაპონური პრემიალური სედანი 1995 წლიდან გამოდის.

მეორე და მესამე ადგილები ”ჰონდას” ორმა მოდელმა Accord-მა და Odyssey-მ გაინაწილეს.

მეოთხე ადგილზე Ford Taurus-ი გავიდა, პირველ ხუთეულს კი Toyota Camry ხურავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები