მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებად ჩოგბურთელები დაასახელეს – მამაკაცებს შორის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ქალებს შორის ამერიკელი სერენა უილიამსი.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 112 ქვეყნის 517-მა ჟურნალისტმა. უილიამსის საუკეთესო სპორტსმენად არჩევა დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან მას იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ფეხმძიმობის გამო.
საუკეთესო სპორტსმენის გამოკითხვაში ხმები ასე განაწილდა:
კაცები
1. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 19.94%; 2. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 16.94%; 3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 11.39%; 4. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) – 7.69%; 5. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) – 7.54%.
ქალები
1. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 13.99%; 2. კატინკა ჰოსუ (ცურვა) – 13.56%; 3. ელისონ ფელიქსი (მძლეოსნობა) – 10.64%; 4. კეტი ლედეკი (ცურვა) – 9.5%; 5. გარბინ მუგურუსა (ჩოგბურთი) – 7.54%.