LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს

129
2025-11-04_01-19-00_273175

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს.

„მედიაჩექერის“ ინფორმაციით, სასამართლო მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.

როგორც ნინია კაკაბაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, მას განყოფილებაში ბავშვთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ, რომელიც სახლში მარტო იყო.

კაკაბაძის თქმით, 20 პოლიციელიდან მხოლოდ ერთი „აღმოჩნდა გულისხმიერი” და „როგორც იქნა” მისცა საშუალება დარეკვის, ხოლო ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება არ მისცეს.

„დიდი ესკორტით მომაქანეს, როგორც ცნობილი კრიმინალი”, – აცხადებს ნინია კაკაბაძე.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს დილით ჩაინიშნა.

„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, „ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით იყო დაკავებული. მედია-პლატფორმის ცნობით, ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g