LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი ნინო ხაჟომია პირველი ქალია საქართველოში, ვინც 2800 მეტრის სიმაღლეზე ბიზნესი წამოიწყო: „საკაცეთს დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია…“

8136
ninoxajomia

ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ რამდენიმე წლის წინ გუდაურში მარტივი კონსტრუქციის კაფე ააშენა, რომელსაც „ქუბი“ ჰქვია. 2800 მეტრის სიმაღლეზე ბიზნესი „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით გააფართოვა.

„ერთადერთი ქალი ვარ საქართველოში, რომელიც ამ სიმაღლეზე ბიზნესს აკეთებს. წელს მეზობლები მეუბნებოდნენ: ვა, ქალის კვალობაზე მალადეც შენო. მე ვფიქრობ, საკაცეთს დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია იმ საქმის კეთება, რომელიც მამაკაცებთან ასოცირდება“.

როგორც ნინო ამბობს, მისი მეუღლე, ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი არასდროს ყოფილა „ქუბში“: „ვუთხარი, ახალ „ქუბში“ თუ არ მოხვალ, ჩათვალე გაგშორდები, საქორწინო კონტრაქტს გავააქტიურებ და ქონების ნახევარს მე ავიღებ-მეთქი (იცინის). ჩემი ქმარს სიცივე არ უყვარს, ამიტომაცაა ახლა აჭარაში, თუმცა მუდმივად გვერდით მიდგას თავისი გონებრივი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით. აუცილებელი არ არის, ფიზიკურად იყოს აქ, მის მხარდაჭერას სულ ვგრძნობ. ჩვენი უმცროსი შვილი ახლა აკაკისთან არის, მე უბრალოდ, დრო არ მაქვს. ნიკოლოზი სამი თვეა, არ მინახავს, ვერც ვახერხებ წასვლას. ზუსტად დღეს ვამბობდი, გეხვეწებით, ერთი ღამით მაინც წავალ და ნიკოლოზს ჩავიხუტებ-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g