LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დნიპროში მრავალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია – ბოლო ცნობები უკრაინიდან

213
BeFunky-collage (3)

„დნიპროში მრავალსართულიან სახლზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა” , –  ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუკის” პირად გვერდზე ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, დნიპროში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია

“მოვისმინე ანგარიშები დნიპროში რუსული რაკეტის მიერ განადგურებულ სახლზე.

ამ მომენტისთვის ნანგრევების დემონტაჟი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ცნობილია 45 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 6 ბავშვი. 79-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის 16-მა ბავშვმა. მთლიანობაში, ამ მრავალსართულიან შენობაში 1700 ადამიანი ცხოვრობდა. შენობაში 230 ბინა დაზიანდა, 72 მთლიანად განადგურდა.

განკარგულება გავეცი გამარტივებულიყო და დაჩქარებულიყო დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა, რათა ადამიანებმა ამ ტრაგედიის შემდეგ რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი ცხოვრების აღდგენა.

ჩვენ ასევე ვაწარმოებთ გამოძიებას ყველა გარემოების გასარკვევად და ყველა იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა რუსეთის ამ დანაშაულში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ყველას, ვინც გამოიწვია ეს ტერორი. ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ და სხვა სარაკეტო თავდასხმებში, ნაპოვნი იქნება და პასუხს აგებს”, – წერს ზელენსკი.

„ნანგრევებში 20 საათი გაატარა, დახმარების თხოვნაც არ შეეძლო, ბავშვობიდან სმენადაქვეითებულია“ – დნიპროს შენობების ნანგრევებში კატერინა ზელენსკას ქმარს და 1 წლის შვილს ამ დრომდე ეძებენ

„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g