LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჰას ცენტრიდან მიგრანტი მუშები გამოასახლეს: მუნდიალი იწყება

36
_123913117_labourcamps

ყატარში ათასობით მიგრანტი-მუშა გამოასახლეს მრავალსართულიანი სახლებიდან დოჰას ცენტრში.

ეს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მოხდა. გამოსახლებულების უმრავლესობა აფრიკიდან და აზიიდან არიან. გამოსახლებული მუშახელი ვარაუდობს, რომ ისინი სახლებიდან იმის გამო გაყარეს, რომ იქ მუნდიალზე ჩასული გულშემატკივრები შეასახლონ.

ერთ-ერთი სახლის მაცხოვრებლებს (1200 ადამიანი) სახლის დასაცლელად 2 საათი მისცეს, ზოგიერთმა საკუთარი ნივთების აღებაც ვერ მოასწრო. ბევრმა მათგანმა ღამე ქუჩაში გაათენა.

ყატარის მთავრობამ განაცხდა, რომ გამოსახლება არ უკავშირდება მსოფლიო ჩემპიონატს და დოჰას რაიონების რეორგანიზაციის კომპლექსური და გრძელვადიანი გეგმების შესაბამისად მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები