ვიქტორ დოლიძე მთავრობის წევრებსა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს მინდია ჯანელიძეს დებატებში იწვევს, ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს არ არის აკვიატება და ამოჩემება. ჩვენ ამას ვუყურებთ პროფესიონალური თვალით და შინაარსობრივად დასახვეწია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. არაფექტური და მიუღებელია მისი მუშაობა. ჩვენ გვაქვს სქემა დაწერილი თუ როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭო.
ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით თუ რას აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო. ჩვენ გავიარეთ 13 ივლისის ტრაგედია. აქაც ვნახეთ თუ რამდენად ეფექტური და მობილური იყო კრიზისების მართვის საბჭო. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი პარალელური სტრუქტურა. ისინი ვერ პასუხებენ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სად იქნება, ვისი დაქვემდებარების ქვეშ იქნება ეროვნული უშიშროების საბჭო. მაგრამ ის, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი, ამაზე არავინ არ დაობს ვინც საქმეში ჩახედულია და პროფესიონალური თვალით შეხედავს ამ თემას”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.