LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძე: საქართველოში დღეს 10 000 პატიმარია და თუ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მოვალენი ვართ კითხვები დავსვათ სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ

118
BeFunky-collage (2)

საქართველოში დღეს 10 000 პატიმარია და თუ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მოვალენი ვართ კითხვები დავსვათ სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის განკარგულებაში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდი აუცილებლად უნდა შეირჩეს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ.

„ქვეყანაში უამრავი პატიმარი გვყავს. იმ პატიმრებს რომლებსაც არ აქვთ სატელევიზიო რესურსი, ასევე მიხეილ სააკაშვილის მსგავსად არ არიან ცნობადი ფიგურები, რატომ ვართ დარწმუნებულები რომ მათ რაიმე არ სჭირდებათ? ამაზეა საჭირო მითითება ხელისუფლებისადმი. თუ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ გვაქვს გაურკვევლობა და ასევე მისი მკურნალობის საშუალება არ არის, როგორი მიდგომაა იმ პატიმრების მიმართ რომლებსაც არ აქვთ მედიის ან პარტიის მხარდაჭერა? რა მდგომარეობაში არიან ისინი? ნაციონალურმა მოძრაობამ განგაშის ზარი არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე უნდა შემოკრას, არამედ ამ თემაზეც, რომლითაც დგება სხვა პატიმრების საკითხი.“ – აღნიშნა დოლიძემ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა მიხეილ სააკაშვილის თემაზე, მათ უნდა გააკეთონ ეს სხვა პატიმრებზე, რითაც ისინი წამოჭრიან იმ პრობლემებს, რაც დღეს პატიმრებს აქვთ ციხეებში.

„ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გზა. თუ რა პრობლემები აქვთ მათ, რა სამედიცინო დახმარებას უწევენ ადამიანებს ციხეში და ა.შ. ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხსაც ვიმსახურებთ ხელისუფლებისგან. ამ სისტემას ჩვენ, საზოგადოება ვინახავთ გადასახადების გადახდით, ამიტომ უნდა მოვითხოვოთ ზუსტი და გარკვეული პასუხები, თუ რა ხდება ჩვენს ციხეებში და ასევე, რა მდგომარეობა აქვს ერთ-ერთ მთავარ პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს.“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები