LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დომინიკ ვესტი ღალატის შემდეგ ცოლს დაუბრუნდა

340
dmonicwest2013

დომინიკ ვესტისა და ლილი ჯეიმსის ვნებიანი კოცნა რომში, დასავლური მედიის მთავარი თემაა. ჟურნალისტები ამ დრომდე არკვევდნენ, რა კომენტარს გააკეთებდა ვესტის მოქმედი ცოლი, კეტრინ ფიჯერალდი, რომელმაც ქმრის ღალატის შესახებ მედიიდან შეიტყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კერტინი შოკირებულ მდგომარეობაში იყო და მეგობრებთან კონსულტაციებს გადიოდა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა ვესტი საკუთარი სახლის შესასვლელთან გადაიღეს. მეუღლეებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულდა და წყვილმა შერიგების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ფაქტის დასტურად დომინიკ ვესტმა და კერტინ ფიჯერალდმა სახლის ეზოდან ახალი ფოტოები გაავრცელეს, ინციდენტი ამოწურულია. ფოტოგრაფებისთვის სპეციალურად დადგმულ ფოტოებზე ისევ არ ჩანს დომინიკ ვესტის საქორწილო ბეჭედი. ქართული ამბავი ჰოლივუდში, ალბათ ასე თუ დასათაურდება ეს უცნაური ისტორია. 🙂

ლილი ჯეიმსსა და დომინიკ ვესტს რომანი აქვთ – რომანტიკული ფოტოები რომშია გადაღებული

დომინიკ ვესტის ცოლმა ქმრის ღალატი მედიით შეიტყო, ის მძიმე მდგომარეობაშია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები