LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დომინოს პიცას’’ მესამე ობიექტი თბილისში 30 დეკემბერს გაიხსნება

164

ამერიკული რესტორნების  ქსელის, ,,დომინოს პიცას’’ მესამე ობიექტი თბილისში 30 დეკემბერს გაიხსნება. პიცერია ვაჟა ფშაველას 76ბ-ში განთავსდება. ახალი ფილიალის მოწყობისთვის  დაახლოებით 250 ათასი დოლარი დაიხარჯა.

როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიის დირექტორმა, თეა შენგელიამ განუცხადა, გაფართოვების გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნის  გამო მიიღეს. მისივე თქმით, აქ  14 სახეობის პიცასთან ერთად, მომხმარებელს სხვა, რამდენიმე სახეობის საკვების დაგემოვნებაც შეეძლება.

ამასთან, მომხარებელბის მოთხოვნის გათვალისწინებით ასორტიმენტიც გაიზარდა.

,,მსურველს უკვე შეუძლია დააგემოვნოს ქათმის 2 ახალი პიცა ,,Chikenzza’’და ,,Chick-spicy’’. ასევე შეუძლია აირჩიოს დუპლექს პიცა მოცარელათი და ჩედარის ყველით, რაც ახალია ქართულ ბაზარზე. მომხარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ ცომის სამი სახეობა სქელი (კლასიკური), თხელი და ძალიან თხელი’’- განაცხადა თეა შენგელიამ.

ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელ Domino`s Pizza-ს ფრენჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი შპს,,ჯეოპიცამ’’ გასული წლის ბოლოს მოაწერა.

ცნობილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოში Domino`s Pizza-ს მინიმუმ 10 რესტორანი უნდა გაიხსნას.  Domino`s Pizza ყველა სეგმენტზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები