LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Domino’s Pizza-ს კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

439

Domino’s Pizza-მ თბილისში კიდევ ერთი, რიგით მესამე ფილიალი გახსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ჯეოპიცას” აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა შენგელიამ განუცხადა, ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაიხსნა და აქ 30 ადამიანი დასაქმდა.

”აღნიშნული ობიექტის გახსნით ახლა უკვე სრულად ვფარავთ საბურთალოს რაიონს. საბურთალოს გარდა, ადგილზე პიცის მიტანის უფასო სერვისი  სრულად ვრცელდება: მთაწმინდის, სოლოლაკის, ვერისა და ვაკის რაიონებზე. ხოლო ნაწილობრივ ვფარავთ- დიდუბესა და აღმაშენებლის გამზირს”, – აღნიშნა შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, 2016 წელს თბილისს Domino’s Pizza-ს კიდევ 3 ფილიალი შეემატება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გვიან გაზაფხულზე ობიექტის გახსნა  ბათუმშიც იგეგმება.

შპს „ჯეოპიცამ“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან „Domino’s Pizza” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას  ხელი 2014 წელს მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები