LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები… სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“

126
დონალდ ტრამპი, მიხეილ ყაველაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო,

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია – ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს,“ – ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g