Page Six-ის ცნობით, ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი და ბეტინა ანდერსონი ერთწლიანი რომანის შემდეგ დაინიშნნენ. ტრამპის უფროსი ვაჟის რომანის შესახებ ცნობები გასულ წელს გავრცელდა.
შვილის ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პრეზიდენტმაც დაადასტურა და განაცხადა: „ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად ეწყობიან და მალე დაქორწინდებიან“.
ცნობისთვის, ბეტინა ანდერსონი მოდელი და ინფლუენსერია. ემსახურება საქველმოქმედო ორგანიზაციას The Paradise Fund, რომელიც ეხმარება ფართო საზოგადოებრივ და გარემოს დაცვის საქმიანობას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს სხვადასხვა ქორწინებებიდან ხუთი შვილი ჰყავს. პირველი მეუღლისგან, ივანა ზელნიჩკოვა-ტრამპთან სამი, დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა ტრამპი და ერიკ ტრამპი. მარლა მაპლსთან ერთი შვილი, ტიფანი ტრამპი. მელანია კნავსთან კი ერთი შვილი, ბარონ ტრამპი.
ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ორსულადაა – ტიფანი ტრამპი მილიარდერ ქმართან ერთად გამოჩნდა
მელანია ტრამპი ელეგანტურ პალტოში, დიდი ოქროსფერი ღილებით