LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ქართული ავიაკომპანიის დირექტორს წერილი მიწერა

982
1

Georgian Airways-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ აშშ-ს პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან წერილი მიიღო. დონალდ და მელანია ტრამპები ბოკერიას აშშ-ში გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობას გიხდით ჩვენი საქმისადმი თქვენი მეგობრობისა და ერთგულებისთვის. ფლორიდაში, თქვენნაირი საზოგადოებრივი ლიდერები, წარმოადგენენ არსებითს ჩვენი თამამი პროგრამის განსახორციელებლად, რაც ემსახურება იმას, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს!”- აღნიშნულია ტრამპების მიერ გამოგზავნილ წერილში.

აშშ-ს პრეზიდენტის წერილს თავად რომან ბოკერიაც გამოეხმაურა, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე ტრამპებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ასევე პირველ ლედის მელანია ტრამპს ასეთი წერილისთვის, რომელიც მეგობრობისა და აღიარების ნიშანია. ძალიან მომეწონა თქვენი ფოტო, Air Force One-ის, საპრეზიდენტო ბოინგის ფონზე. როგორც Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორი, ახლა ამ დამთხვევაში ძალიან პოზიტიურ ნიშანს ვხედავ. როგორც ცნობილია, “არ არსებობს მსოფლიოში დამთხვევები”. ამერიკა და საქართველო კვლავ დიადი უნდა გავხადოთ. ძალა ერთობაშია, ჩემო მეგობარო!”, – დაწერა რომან ბოკერიამ Facebook-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია 2019 წლის 28 მარტს წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g