ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის, „ატლასის“ სარეკლამო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მსახიობი და არტისტი ფილმის პრემიერებს უკვე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ბენ აფლეკთან განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ვარსკვლავი ყველა გლამურულ ღონისძიებაზე მარტო, მეუღლის გარეშე დადის.
კაბა – „თავისუფლების ფრთები“ – ჯეი ლოს საბედისწერო მზერა და მორიგი პრემიერა ბენ აფლეკის გარეშე
ამჯერად 54 წლის ჯეი ლო ფილმის სარეკლამო ბანერის განთავსების პროცესს დაესწრო და არაერთი „სელფიც“ გადაიღო ბანერთან, რომელსაც დიდი ასოებით აწერია – „Don’t F… With JLo“– „ჯეი ლოსთან ხუმრობა არ შეიძლება“
ცხადია „ბენიფერის“ ფანებს აღნიშნული ფოტოები არ გამორჩენიათ და ეს გარკვეულ მინიშნებადაც ჩათვალეს.
„მინიშნებები ბენს?“, „ომი დაიწყო?“, „სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია“– არ წყდება კომენტარები.