Bravo Records-მა ადამიანებს მთელს მსოფლიოში მხარდამჭერი მუსიკალური გზავნილი მიუძღვნა.
“Don’t Give Up” (არ დანებდე) – ეს არის მუსიკალური კლიპი, რომელიც მთელი მსოფლიოს გასამხნევებლად შეიქმნა.
კლიპში პოპულარული ქართველი შემსრულებლები, ალეკო ბერძენიშვილი და სოფო ბათილაშვილი, პიტერ გაბრიელისა და ქეით ბუშის დუეტს – “Don’t Give Up”-ს ასრულებენ.
ვიდეორგოლში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ისტორიული ფოტოსურათები, რომლებიც ემოციურად ასახავენ მიმდინარე პანდემიას და ადამიანთა დრამატულ მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში.