თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა.
მისი შვილი, რუსკა ღვამიჩავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და მამასთან ერთად გადაღებულ ბავშვობისდროინდელ ფოტოს აზიარებს და წერს:
„დრო რომ გავა და ფიქრებს თავს მოვუყრი უამრავი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ მე და მამას ცალკე, ჩვენი პატარა სამყარო გვქონდა. იმ სამყაროში მარტო ერთი (ლომიკო) რემიკო და ერთი ხუჭუჭა რუსა იყო… და სულ იქნება“ – წერს რუსკა ღვამიჩავა.
ცნობისთვის, რემა ღვამიჩავას ქალიშვილი, რუსკა ღვამიჩავა საქართველოში პირველი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგია, ასევე ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – ვესმინსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნუტრიციოლოგიის კვალიფიკაციით. ამჟამად, ლონდონის ვესმინსტერის უნივერისტეტის დოქტორანტურის პროგრამის მკვლევარი. ინტენსიურად მუშაობს, როგორც ნუტრიციოლოგი კლინიკური, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვის მიმართულებით. ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების წევრი, საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი.
