„უკვე დროა Facebook-ი გაუქმდეს“ – ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას პოპულარული გამოცემა New York Times, რომელიც Facebook-ის თანადამფუძნებელზე, კრის ჰიუზმაზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული მოსაზრება სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის.
ჰიუზმა მიიჩნევს, რომ ერთი ადამიანის, უფრო კონკრეტულად კი მარკ ცუკერბერგის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლება აღმოჩნდა.
„მარკის გავლენა ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს: Facebook, Instagram და WhatsApp, რომლებსაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან, ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს“,- აცხადებს Facebook-ის თანადამფუძნებელი.