LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროა, რომ საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს – ლექსმანი

135
Miriam-Lexmann_v-plene_April_2021_Alain-Rolland_Európsky-parlament-1024x683

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დროა, საქმეს შეუდგეს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

“ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა, რომ საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს“, – დაწერა ევროპარლამენტარმა „ტვიტერზე“ და გააზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეა საუბარი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია და მზად არიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g